ჯანდაცვა
გურჯაანის მეორე ბაგა-ბაღის თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა
გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე ნომერ მეორე საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განმარტა, აღნიშნული პიროვნება უფასო შვებულებაში იმყოფება და ბოლო 10 დღის განმავლობაში პერსონალთან კონტაქტი არ ჰქონია.
„გახსნის დღეს იყო და მას შემდეგ სამსახურში აღარ მოსულა. საარჩევნო პროცესშია ჩართული და უფასო შვებულებაში იმყოფება.“

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google