ჯანდაცვა
კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4408 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3155, კოვიდ-სასტუმროში - 1848, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google