ჯანდაცვა
კორონავირუსი გურჯაანის სათნოების სახლის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა
გურჯაანის ა.ა.ი.პ- ი „თანადგომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ხელმძღვანელის ზაზა ჯადუგიშვილის განცხადებით, შუახნის მამაკაცი მეხუთე დღეა თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ როგორც იცით რამდენიმე დღის წინ ვირუსი ჩვენ მზარეულს დაუფიქსირდა, ამიტომ ყველა თანამშრომელი უკვე ხუთი დღეა თვითიზოლაციაში ვართ. ამ ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს. სულ 17 თანამშრომელი ვართ და დანარჩენების ტესტის პასუხები ჯერ არ ყოფილა. გუშინ სათნოების სახლი დროებით დაიხურა. ხუთი დღე კიდევ ვიქნებით თითიზოლაციაში. რაც შეეხება ბენეფიციარებს, მათ ტესტირება არ ჩატარებიათ. თუ ვინმეს სიმპტომი გამოუვინდება, შესაბამის სამსახურს მიმართავს,“

| Print |
FaceBook Twitter Google