ჯანდაცვა
ჩუმლაყის სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
ჩუმლაყის სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, პიროვნება 13 ოქტომბრის შემდეგ სამსახურში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, მოსწავლეებთან და პერსონალთნ კავშირი არ ჰქონია.
„დირექტორს დაეთხოვა და თბილისში წავიდა ქალიშვილის სანახავად, რომელიც შეუძლოდ იყო. ეს ქალიც ავტომატურად გადავიდა იზოლაციაში. ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ისიც დაინფიცირდა. როცა სკოლიდან წავიდა, ის სრულიად ჯანმრთელი იყო, ამიტომ სკოლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს სასწავლო პროცესს. “

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google