ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 1941 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 10 163-ს შეადგენს.
სულ საქართველოში კორონავირუსის 26503 შემთხვევაა დადასტურებული.
| Print |
FaceBook Twitter Google