ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა
stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12632, გარდაიცვალა 238 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

| Print |
FaceBook Twitter Google