ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 3 769 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 832, კოვიდ-სასტუმროში - 2 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
| Print |
FaceBook Twitter Google