ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 357-ს მიღწია. დღეს რეგიონში 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან ერთი ინფიცირებული სტაციონარში იმყოფება, ხოლო დანარჩენი ბინაზე განაგრძობენ მკურნალობას. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: თელავი -98, დედოფლისწყარო -15, გურჯაანი- 73, სიღნაღი -37, ყვარელი -60, ლაგოდეხი - 36, ახმეტა -29, ხოლო საგარეჯო -9. ჯამში 113 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაციაში 1022 მოქალაქე იმყოფება, კარანტინში კი 83 ადამიანი. გუშინ ეპიდემიოლოგებმა რეგიონის მასშტაბით 558 ნიმუში აიღეს.

| Print |
FaceBook Twitter Google