ჯანდაცვა
კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1833 პაციენტი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28633-ს შეადგენს. გარდაიცვალა 362 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 3080 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4253 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2264-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google