ჯანდაცვა
სიმპტომების გამოვლენისას არ მიმართოთ თვითმკურნალობას - ნელი ხიზანიშვილი
მედიკოსები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არ მიმართონ თვითმკურნალობას და თავიანთ ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ.
მოქალაქეებს PCR ტესტის ჩატარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ შეუძლიათ.

-"ვისაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმტომები აღენიშნება, მას რა თქმა უნდა უფასოდ შეუძლია ჩაიტაროს PCR ტესტი, თუმცა მანამდე აუცილებლად თავისი ოჯახის ექიმთან უნდა გაიაროს კოსნულტაცია.  მათ მიცემული აქვთ დავალება, რომ როცა დაუკავშირდებიან პაციენტები, თუნდაც ონლაინ, გამოკითხვისა და შეფასების შემდეგ გაგზავნონ ტესტის ჩასატარებლად. თელავში შეუძლიათ ტესტირება ჩაიტარონ რეფერალურსა და რაიონულ საავდმყოფოში, ბავშვებს კი ბავშვთა სააავდმყოფოში, გურჯაანში კი ჯეო-ჰოსპიტალსში, სხვა მუნიციპალიტეტებში შესბამის საავადმყოფოებში შეუძლიათ მიბრძანდნენ. სჯობს, ჯერ ექიმმა შეაფასოს მდგომარეობა, რადგან ადამიანი შესაძლოა მაშინ მივიდეს ტესტის ჩასატარებლად, როცა სიმპტომები იმდენად გამოხატული არ არის და შესაძლოა ტესტმა უარყოფითი აჩვენოს. თუ მდგომარეობა მძიმე არ არის, სჯობს, ორი დღე დაიცადოს რომ უფრო კარგად გამოვლინდეს სიმპტომები, რომ ზუსტი შედეგი მივიღოთ. ვისაც მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აქვთ სახლში უნდა დარჩნენ, არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ თვითმკურნალობას, ზოგი ამბობს, რომ გაცივდა, ყველას უნდა დაიჯეროს, რომ კორონავირუსი კი არ აქვს, გაციების ბრალია. ექიმს უნდა დაუკავშირდნენ აუცილებლად და ის შეაფასებს მდგომარეობას,"- განუცხადა speqtri.ge-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


| Print |
FaceBook Twitter Google