stop.cov.ge-ს ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში
საქართველოში 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
მათშორის თბილისში - 8, აჭარაში - 6, იმერეთში - 7, ხოლო ქვემო
ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ
გარდაცვალების 423 შემთხვევაა დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში
2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო
მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის
რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები