ჯანდაცვა
კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2754 პაციენტი.

უწყების იმფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 773-ს შეადგენს. გარდაიცვალა 441 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google