ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში ინფიცირების კიდევ  2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
| Print |
FaceBook Twitter Google