ჯანდაცვა
კოვიდინფიცირებულთაგან, 400-მდე ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
დღეისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების 15 113 აქტიური შემთხვევაა. 4 780 ადამიანი  საავადმყოფოში მკურნალობს.

ინფიცირებულთაგან, მძიმეა 645 პაციენტის მდგომარეობა. მათგან თბილისში მკურნალობს 320 პაციენტი, აჭარაში კი - 111. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 393 პირია, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 111. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 - აჭარაში, ხოლო 950 - თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეშია 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში - 1 316.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 448 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში - 5 637 პირი, აჭარაში - 16 360, იმერეთში - 4 403.
| Print |
FaceBook Twitter Google