ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 656-ის მდგომარეობა მძიმეა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილისგანცხადებით, 15 713 ინფიცირებული პაციენტიდან, საავადმყოფოში 4 709 მკურნალობს, მათ შორის 656-ის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი - მათ შორის, თბილისში - 153, აჭარაში - 60. კოვიდ-სასტუმროში გადაყვანილია 3 066 პაციენტი, მათ შორის, 1 542 - აჭარაში, ხოლო 1 053 - თბილისში. 7 938 ადამიანი კი ბინაზე მკურნალობს

| Print |
FaceBook Twitter Google