ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 409 პაციენტი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 73 877-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2 370 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 763 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროში კი 3 435 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google