ჯანდაცვა
კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 768 ადამიანს დაუდასტურდა, 4 055 კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის 96 860 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77 932-ს შეადგენს. გარდაიცვალა 894 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google