ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, გასულ 24 საათში საქართველოში 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
მისივე თქმით, თბილისში - 19, აჭარაში - 5, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 3 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსს სულ 894 ადამიანი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google