ჯანდაცვა
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 377 კოვიდინფიცირებულია
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების აქტიურ შემთხვევათა საერთო რიცხვი 18 336-ს შეადგენს. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსის 3 697 შემთხვევა გამოვლინდა.

ყველაზე მეტი, 1 256 ფაქტი ისევ თბილისში დაფიქსირდა. 664 შემთხვევით მეორე ადგილზე აჭარა, 538-ით კი მესამეზე იმერეთია. ვირუსს 38 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ჯამში, 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათგან 869 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 377. საკარანტინო სივრცეშია 2 186 ადამიანი, თვითიზოლაციაში რჩება 49 047.

| Print |
FaceBook Twitter Google