ჯანდაცვა
საქართველოში კიდევ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

მისივე თქმით, ვირუსს თბილისში - 17, აჭარაში - 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსს სულ 927 ადამიანი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google