ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის 140 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა - 417, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 137, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159, კახეთი - 140, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14,"-განაცხადა სიჭინავამ.
| Print |
FaceBook Twitter Google