ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ 4780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4780 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი.



უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 123,470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102,270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,161 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2,114 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6,251 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3,863 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

| Print |
FaceBook Twitter Google