ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ 3759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავასგანცხადებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 759 ადამიანს დაუდასტურდა, 3 574 კი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 139 343 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 117 560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1303 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1 978 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 366 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 708 ადამიანი იმყოფება.

| Print |
FaceBook Twitter Google