ჯანდაცვა
კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 673 ადამიანს დაუდასტურდა, კი გამოჯანმრთელდა, - 3 893.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 169649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 141 392-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 576 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1186 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6829 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3759 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google