ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსს ემსხვერპლა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები 69 წლის კაცი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის მკვიდრი 86 წლის ქალი. ორივე მათგანი  თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

COVID- 19 - ით გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები 86 წლის კაციც , რომელიც საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

მედიკოსების თქმით, სამივე პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.


| Print |
FaceBook Twitter Google