ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 3907 ადამიანი დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3907 ადამიანს დაუდასტურდა, 3780 კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 187 006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 154 241-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1746 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1017 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6881 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 3400 ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google