ჯანდაცვა
საქართველოში კიდევ 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 1 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 498 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.



| Print |
FaceBook Twitter Google