ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ 3487 შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 487 ადამიანს დაუდასტურდა, 2 495 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 198 387 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 167 281 შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება.

| Print |
FaceBook Twitter Google