ჯანდაცვა
კორონავირუსის 2635 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 635 დაუდასტურდა, 2 244 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 204 003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171 526-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 002 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 468 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 680 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 2 183 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google