ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 2904 ადამიანი დაინფიცირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 904 ადამიანს დაუდასტურდა, 4 316 კი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 206 907 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175 842-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2055 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 465 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 553 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 1 971 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google