ჯანდაცვა
კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 668-მდე გაიზარდა. დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 209 462-ს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google