ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 824 ადამიანს დაუდგინდა, სულ დადასტურებულია 209 462 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 668-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 140 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google