ჯანდაცვა
კორონავირუსი კიდევ 3064 ადამიანს დაუდასტურდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 064 ადამიანს დაუდასტურდა, 3740 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 212 526 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 188 408-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2182 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 470 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 358 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 671 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google