ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 2 345 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 560 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 214 871-ს შეადგენს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 191 968-მდე გაიზარდა. ვირუსს ბოლო მონაცემებით კიდევ 51 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი 2333 პირია გარდაცვლილი.

| Print |
FaceBook Twitter Google