ჯანდაცვა
კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას, განცხადებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა, 2 766 კი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 206 313. გარდაიცვალა 2 418. კარანტინის რეჟიმშია - 420, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 677. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 393 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google