ჯანდაცვა
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 254 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 754 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება: აჭარა-97, იმერეთი-334, ქვემო ქართლი-143, შიდა ქართლი-113, გურია-30, სამეგრელო-ზემო სვანეთი-158, კახეთი-147, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, აქედან 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი,მ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, 569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google