ჯანდაცვა
კორონავირუსის 1236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ვირუსით ინფიცირების კიდევ 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 247 025-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 2 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 231 385-მდე გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google