ჯანდაცვა
კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 247 915-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-მდე გაიზარდა. დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google