საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა, - ამის
შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 249 934
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 236 922-ს
შეადგენს. გარდაიცვალა 2987 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები