ჯანდაცვა
კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 688 ადამიანს დაუდასტურდა, 788 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 15 792 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 9 579 ანტიგენის ტესტით და 6 213 PCR ტესტით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 259 897 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 251 077, გარდაიცვალა 3 221 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 487, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 384. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 292 მოქალაქე

| Print |
FaceBook Twitter Google