ჯანდაცვა
კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით,ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 583 ადამიანს დაუდასტურდა, 671 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 16 605 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 9 917 ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 260 480 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 251 748, გარდაიცვალა 3 240 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 430, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 341. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 277 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google