ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
StopCov-ge -ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 602 ადამიანს დაუდასტურდა, 569 კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.74%.

საერთო ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 261 620 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 252 815, ხოლო გარდაიცვალა 3269 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google