ჯანდაცვა
საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
StopCov-ge -ს მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა . პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3298 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887, კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 228-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 254 350-მდე.

| Print |
FaceBook Twitter Google