ჯანდაცვა
კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge -ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 486 ადამიანს დაუდასტურდა, 499 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 266 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 259 727 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 390 გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google