ჯანდაცვა
კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 388 ადამიანს დაუდასტურდა, 331 კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 267701 შემთხვევაა დადასტურებული, 260597 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3406 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google