ჯანდაცვა
საქართველოში 268 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 199 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 23, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 370, საიდანაც: 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 268 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, 140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 339 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google