ჯანდაცვა
კაჭრეთში მასობრივი ტესტირება ჩატარდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა კაჭრეთში მასობრივი ტესტირება ჩაატარა. მიზეზი კოლეჯ „აისში“ დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევები იყო.
ცენტრის ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის განმარტებით, სოფელში ჩატარებული ტესტირების შედეგად მხოლოდ ორი დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.
„ სხვადასხვა სოფლებშიც ჩატარდა მასობრივი ტესტირება, რომელიც გამოწვეული იყო დაავადების მატებით . კაჭრეთში 22 აქტიური შემთხვევა იყო, მას დაემატა კიდევ ორი . პიროვნებები რომელიც გამოვლენილია როგორც დადებითი, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. “

შეგახსენებთ, რომ კოლეჯ „აისში“ კორონავირუსი თანამშრომლებს დაუფიქსირდა, რის გამოც დაწესებულება 29 მარტის ჩათვლით, ონლაინსწავლებაზე გადავიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google