ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge- ს მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში 369 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 9, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი.
უწყების ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 190 თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით კი ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 19; იმერეთი - 67; ქვემო ქართლი - 21; შიდა ქართლი - 26; გურია - 9; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14; კახეთი - 15; მცხეთა-მთიანეთი - 3; სამცხე-ჯავახეთი - 1; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

| Print |
FaceBook Twitter Google