ჯანდაცვა
ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება -ეკატერინე ტიკარაძე
ახალციხეში მომხდარი შემთხვევის მიუხედავად, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
„საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.

| Print |
FaceBook Twitter Google