ჯანდაცვა
დღეიდან გერმანია და იტალია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას განაახლებენ
გერმანია ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც AstraZeneca-თი მოსახლეობის აცრა განახლდება. ვაქცინაცია ინგლისურ-შვედური ვაქცინით, გერმანიაში დღეიდან განახლდება.

ექიმები ვალდებულნი იქნებიან, ხანდაზმულ პაციენტებს გვერდითი მოვლენების საფრთხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. დღეს AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაციას განაახლებს იტალიაც. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში მას შემდეგ განაცხადეს, რაც ევროკავშირის მარეგულირებელმა ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა. იტალია ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის იყო, ვისაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით ჰქონდა შეჩერებული.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google